logo
ENG


გომელაური: რუსეთმა გამოაცხადა, პირდაპირ შევიდა და დაიწყო ომი, ამას რა კითხვა უნდა?
  • 946ნახვები

ეს კითხვა [ვინ დაიწყო უკრაინაში ომი] მგონი, საერთოდ არ უნდა დაისვას. პირდაპირ გამოაცხადა რუსეთმა, შეიყვანა ჯარები და დაიწყო ომი, ამას რა კითხვა [უნდა]? თვითონ პირდაპირ აღიარებენ, შევედით ჯარებით და დავიწყეთ ოპერაცია. ოპერაცია დაარქვეს მათ, მაგრამ ომია პირდაპირ. უკრაინას რომ არ დაუწყია ომი, ყველამ კარგად იცის, ხედავენ და ჩემი აზრით, ეს კითხვა საერთოდ არ არის დასასმელი, ვინ დაიწყო ომი.

თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. ჟურნალისტებმა მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის პოზიციის შეფასება სთხოვეს, რომელმაც ვერ თქვა, ვინ დაიწყო უკრაინაში ომი.



ასევე ნახეთ
close დახურვა