logo
ENG


პრაისი: პუტინი უკრაინაში იმავე პრინციპს არღვევს, რომელიც საქართველოში 2008-ში დაარღვია
ნედ პრაისი
11 მარ, 2022 00:36
პრაისი: პუტინი უკრაინაში იმავე პრინციპს არღვევს, რომელიც საქართველოში 2008-ში დაარღვია
  • 777ნახვები

ჩვენ ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, რომ მხარი დაუჭირონ არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, რაც ამ კონფლიქტის ცენტრია, არამედ, მხარი დაუჭირონ უფრო ფართო პრინციპებს, რაც არის წესებზე დაფუძნებული წესრიგი. 

პრინციპები, რაც რუსეთმა დაარღვია 2008 წელს, როდესაც რუსული ძალები შეიჭრნენ საქართველოში, არის იგივე პრინციპები, რასაც ვლადიმერ პუტინი არღვევს დღეს. საზღვრები უნდა იყოს ხელშეუხებელი, დიდი სახელმწიფოები, დიდი ქვეყნები არ უნდა ჩაგრავდნენ პატარა ქვეყნებს, პატარა ერებს. ყველა ეს საკითხი სასწორზეა. ამიტომაც ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს, დადგნენ უკრაინის გვერდით. 

 

თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა პრესკონფერენციაზე მთავარი არხის კითხვის პასუხად. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, იწვევს თუ არა შეშფოთებას პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება იმაზე, რომ "სანქციები არაეფექტიანია"?



ასევე ნახეთ
close დახურვა