logo
ENG


ზელენსკი: გავიხსენებ 2008-ში თბილისში კაჩინსკის ნათქვამს - "ხვალ" უკრაინაში 24.02-ში დადგა
  • 887ნახვები

გავიხსენებ პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის სიტყვებს, რომელიც მან 2008 წელს თბილისში თქვა: "ძალიან კარგად ვიცით: დღეს საქართველო, ხვალ - უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და მერე, ალბათ, ჩემი ქვეყნის, პოლონეთის დროც მოვა". 

24 თებერვალს უკრაინაში ის საშინელი "ხვალ" დადგა, რომელზეც კაჩინსკი ლაპარაკობდა. 

და დღეს ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ასეთ დრო არასდროს დადგეს პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში. ჩვენ ერთად ვიბრძვით, ჩვენ გვაქვს ძალა. 

გახსოვდეთ, ჩვენ ერთად 90 მილიონი ვართ. ერთად ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. ეს ისტორიული მისიაა პოლონეთისთვის, ისტორიული მისია უკრაინისთვის, რათა იყვნენ ლიდერები, რომლებიც ერთად ამოიყვანენ ევროპას უფსკრულიდან, გადაარჩენენ მას საფრთხისგან, შეაჩერებენ ევროპის მსხვერპლად ქცევას. 

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის სიემისადმი მიმართვისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა