logo
ENG


ბოკერია ზურაბიშვილის მოხსენებაზე: საგანგაშოდ მიმაჩნია ამით აღფრთოვანება
გიგა ბოკერია
14 მარ, 2022 16:21
ბოკერია ზურაბიშვილის მოხსენებაზე: საგანგაშოდ მიმაჩნია ამით აღფრთოვანება
  • 923ნახვები

დღეს ჩვენ ვუსმენდით პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელიც ისე საუბრობდა, თითქოს თვითონ სხვა პლანეტიდან იყოს და ყველაფერზე მაღლა დგას და არაა ნაწილი აქაური პოლიტიკური პროცესების.

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ეს ადამიანი, ვინც დღეს პოლარიზაციას გმობს და ყველა დამნაშავეა მისთვის საკუთარი თავის გარდა, თვითონ იყო ის, ვინც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებდა, ნატო-ს საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწეოდა, დავით გარეჯის სამარცხვინო კამპანიის ერთ-ერთი ავტორი იყო და სისხლიანი ბანერებით და მოსყიდვით ვინ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად?

თავის დანაშაულსა და შეცდომაზე არაფერს იძახის და რა მოვისმინეთ მომავალზე, წარსულს რომ თავი დავანებოთ? მხოლოდ სადღეგრძელო და ნახევარი სიმართლე. აბსურდული განცხადებები, რომ თურმე ვაშინგტონსა და ბრიუსელში არ უნდა გაიგონ, რომ ცუდად იქცევა ივანიშვილის რეჟიმი. არანაირი კონკრეტიკა, არანაირი კონკრეტული საკითხები, რომელსაც დღევანდელ ხელისუფლებას უსვამს, თუ რა უნდა გააკეთონ.

რაც მთავარია, თითქოს მიმომხილველი იყოს ან ოპოზიციაში იყოს, არანაირი ნაბიჯები, რომელსაც თვითონ დგამს ამ ვითარებაში, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომ მიმაჩნია მე საგანგაშოდ ამით აღფრთოვანება. სალომე ზურაბიშვილზე უფრო დიდი პრობლემაა ჩვენი საზოგადოების ნაწილში ამ ყველაფრის უგულებელყოფა.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 2022 წლის საპარლამენტო მოხსენებაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა