logo
ENG


ნავალნი: სჯობს იყო თავისუფალი ადამიანი, ვიდრე პუტინის ლაქია, რომელსაც ჯოჯოხეთში შთანთქავენ
  • 530ნახვები

ისინი არიან შეშლილი ბაბუები. მათ არ აქვთ თანაგრძნობა არავის და არაფრის მიმართ. ჩვენი ქვეყანა ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ. მათი ერთადერთი სამშობლო შვეიცარიის საბანკო ანგარიშებია. რასაც ისინი ამბობენ პატრიოტიზმზე, მითია - ასევე უზარმაზარი საფრთხე ჩვენთვის, ყველასთვის. ნათელია, რა უნდა გავაკეთოთ. ყველა ადამიანის მოვალეობაა, ახლა დაუპირისპირდეს ომს. ამბობენ, რომ მშვიდობისმყოფელებს ღვთის შვილებს უწოდებენ. ბევრად უკეთესია იყო ღვთის თავისუფალი ადამიანი, ვიდრე პუტინის ერთ-ერთი ლაქია, რომელსაც ჯოჯოხეთში დემონები შთანთქავენ.

განაცხადა რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ სასამართლო პროცესზე. პროკურატურა მისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 1,2 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმის დაკისრებას მოითხოვს



ასევე ნახეთ
close დახურვა