logo
ENG


პაპუაშვილი სანქციებზე: [რუსეთის მიმართ] ისედაც გვაქვს, სხვები აქეთ გვიერთდებიან
  • 700ნახვები

ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს არ აქვს არანაირი ბერკეტი დამატებით იმ შეზღუდვებისა, რაც ისედაც გვაქვს. ის შეზღუდვები, რაც ახლა შემოაქვთ სხვა ქვეყნებს, იქნება ეს მიმოსვლის შეზღუდვა, დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა თუ ა.შ. ეს ისედაც გაკეთებული გვაქვს დიდი ხნის წინ. ასე უნდა შევხედოთ, რომ აქეთ გვიერთდებიან რაღაც საკითხში.

ამ სამი კვირის განმავლობაში, ყველა შეთანხმდა, რომ საქართველოს არ აქვს რაიმე ბერკეტი, ეკონომიკური ან სანქციის სახით, რომლითაც ის გავლენას მოახდენდა გადაწყვეტილებებზე, რუსეთს ვგულისხმობ. პირიქით, ყველა თანხმდება, რომ ამით საქართველო დაზიანდება, თუკი ჩავკეტავთ შესაძლებლობას სომხეთის თვითმფრინავებისთვის ჩვენს საჰაერო სივრცეში იმოძრაონ. გუშინ ამერიკის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ მოითხოვს საქართველოსგან სანქციების დაწესებას. წერტილი.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.



ასევე ნახეთ
close დახურვა