logo
ENG


ფარკასი: თუ უკრაინაში დავმარცხდებით, პუტინი შემოუბრუნდება საქართველოს, მოლდოვას, ნატოს
  • 1205ნახვები

ვერ ვიტან სიტყვებს "რუსეთის პროვოცირება". ერთადერთი ვინც არის პროვოკატორი, თავად რუსეთია. რუსეთმა აირჩია ეს ომი. რუსეთმა აირჩია უდანაშაულო უკრაინელების დახოცვა. ამიტომ, პროვოკატორები ნამდვილად ისინი არიან. არსებობს კითხვა - ესკალაციაზე. დიახ, ეს სიტყვა უფრო მომწონს. ჩვენ არ გვინდა ესკალაცია. ჩვენ არ გვინდა რამე ისეთი გავაკეთოთ, რომ ამ ქმედებებმა რუსეთის მხრიდან ესკალაცია გამოიწვიოს. ამის მიუხედავად, ჩვენ ესკალაციის იმდენად არ უნდა გვეშინოდეს, რომ ამოვრიცხოთ ისეთი ქმედებები, რითაც უკრაინას რეალურად დავეხმარებით...

თუ უკრაინაში დავმარცხდებით, თუ უკრაინა წააგებს, ვლადიმირ პუტინი, თუ სხვა რამის გასაკეთებლად საკმარისი ძალა ექნება, ის შემოუბრუნდება საქართველოს და აიღებს მას, დაამყარებს მასზე კონტროლს, შემოუბრუნდება და აიღებს მოლდოვას, დაამყარებს კონტროლს მასზე. შემდეგ ის ნატოს გამოიწვევს. ეცდება ნატოს დაშლას და გამოიწვევს ჩვენს დემოკრატიას. ის არ გაჩერდება, თუ უკრაინაში არ იქნება შეჩერებული.

განაცხადა ნატოს სამიტის თავდაცვის მდივნის ყოფილმა სპეციალურმა მრჩეველმა, ეველინ ფარკასმა CNN-ის ეთერში.

 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა