logo
ENG


გამყრელიძე: გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემ თავზე, ასევე თქვენზეც, ვინც არ აიცერით
  • 1545ნახვები

დღეს დახარჯულია, დაახლოებით, ფაიზერის 1 მილიონ 700 ათასამდე დოზა. სადღაც 400 ათას დოზამდე, რომელსაც ვადა 31 მარტამდე აქვს, აუთვისებელი რჩება. ათვისებულია ამერიკის დონაცია, რომელიც ივლისში პირველი შემოვიდა. ის სრულად ავითვისეთ აგვისტო-სექტემბერში. აცრის დღიური 23 ათასი მაჩვენებელი გვქონდა აგვისტოში, 20 ათასი - სექტემბერში. ასევე სრულად ავითვისეთ, მილიონი დოზა, რაც ბიუჯეტით იქნა ნაყიდი. დანარჩენი დონაციები შემოვიდა მოგვიანებით.

გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე, ასევე თქვენზეც, ვინც არ აიცერით, რომ ასეთი ძვირფასი და სისხლით ნაშოვნი ვაქცინით, რომელსაც შეეძლო ბევრი ადამიანის სიცოცხლე დაეცვა, მიუხედავად ბევრი ხვეწნისა და მუდარისა, ადამიანები არ აიცრნენ.

სხვა ვაქცინები: სინოფარმი და სინოვაკი, დაახლოებით მილიონი 600 ათასი დოზა ვაქცინა გვაქვს, რომელსაც ვადა აქვს 2023 წლის ივლისამდე.

გეგმაა ივლისამდე მოსახლეობის 70%-ის აცრა - რთულია, მაგრამ უნდა გავაკეთოთ. 

 

განაცხადა NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა