logo
ENG


გაბუნია: ეპიდემიოლოგიური სურათი უმჯობესდება
  • 739ნახვები

ეპიდემიოლოგიური სურათი უმჯობესდება. დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა 600-ზე ნაკლებია. ეს ტენდენცია ომიკრონის შემთხვევაში სხვა ქვეყნებმაც გაიარეს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება. ეს არ ნიშნავს, რომ რისკები მთლიანად იხსნება. ევროპის ქვეყნებში ისევ გრძელდება აქტიური აქცენტი ვაქცინაციაზე, იმუნური ფენის შექმნაზე. სტაბილური გაუმჯობესება მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევინარჩუნებთ იმუნურ ფენას და გავზრდით ვაქცინაციის გზით მიღებულ იმუნიტეტს.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჟურნალისტებთან. 24 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა