logo
ENG


ზელენსკი რუსებს: ყველაფერს აკეთებთ, რომ ხალხი რუსულ ენას გაექცეს, ის სიკვდილთან ასოცირდება
  • 645ნახვები

დღეს მარიუპოლში ჩვენს სამხედროებს ველაპარაკეთ, ჩვენს გმირებს, რომლებიც ამ ქალაქს იცავენ და ვესაუბრებოდით რუსულად. იმიტომ რომ უკრაინაში არ არის და არც არასდროს იყო ენობრივი პრობლემები. ახლა კი თქვენ, რუსი ოკუპანტები ქმნით ამ პრობლემას. თქვენ აკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი ხალხი რუსულ ენას გაექცეს, იმიტომ რომ რუსული ენა ზუსტად თქვენთან იქნება ასოციაციაში. მხოლოდ თქვენთან, ამ აფეთქებებთან და მკვლელობებთან. თქვენი დანაშაულებით თქვენ ადეპორტებთ ჩვენ ხალხს… რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც რუსული ენა მოსახლეობის ყოველდღიურობის ნაწილი იყო, დერუსიფიკაცია მოხდეს. თქვენ ამას აკეთებთ - ერთი თაობის განმავლობაში და სამუდამოდ. ეს თქვენი თვითმკვლელი პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

 

 

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.



ასევე ნახეთ
close დახურვა