logo
ENG


ზელენსკი: მარიუპოლი ბლოკადაშია, დანაღმულია პორტი, ჰუმანიტარულ ტვირთს კი რუსები ესვრიან
  • 847ნახვები

მარიუპოლი ბლოკადაშია. ის ბლოკირებულია რუსი სამხედროების მიერ, დაბლოკილი აქვთ ქალაქიდან გასასვლელები. დანაღმულია პორტი. არის ჰუმანიტარული კატასტროფა. ვერ შეგვაქვს საკვები და მედიკამენტები. რუსი სამხედროები ესვრიან ავტობუსებს, რომლებსაც ეს ჰუმანიტარული დახმარება მიაქვთ...რუსებმა გაიტაცეს ქალაქიდან 2000-ზე მეტი ბავშვი და მათი ადგილსამყოფელი არ ვიცით. საშინელება ხდება, ზრდილობიანი სიტყვებით ვერ გადმოგცემთ

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ინტერვიუში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა