14 წელი გიყვებოდნენ, რომ სააკაშვილი არის კაციჭამია. მე ვარ კაციჭამია თუ ეს მთავრობა, ვინც ამ მდგომარეობამდე მიგიყვანათ. თქვენ 14 წელი საჭმლის, განათლების, პერსპექტივის მაგივრად გაჭმევენ პროპაგანდას და სიბინძურეს. ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ ვარ მე, რა მაქვს გაკეთებული. ახლა მაინც ხო ყველამ კარგად დაინახეთ, რას აგაცილეთ თბილისში 2008 წელს. ეს მთავრობა რომ ყოფილიყო, გაიქცეოდა იმავე წუთში. მე მეუბნებოდა სარკოზი, თვითმფრინავს დავსვამ და წაგიყვან, თუ არადა ხვალ მოგკლავენო. მე ვუთხარი, რომ მე ფეხს არ მოვიცვლი. რუსული ტანკები იდგნენ პრეზიდენტის სასახლიდან და მას შემდეგ, რაც ბუში გამოვიდა, მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე ვუყვირე ტელეფონში და დავამუნათე, ჩვენ შევძელით დედაქალაქის და სახელმწიფოებრიობის გადარჩენა.
თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.