logo
ENG


მარგველაშვილი: მსოფლიო შავად და თეთრად გაიყო, ხელისუფლება ვერ გაერკვა რომელ მხარეს იყოს
  • 733ნახვები

ახლა არის ურთულესი დრო, როდესაც საქართველო უნდა გაძვრეს მომავალი მომაკვდავი იმპერიის რკინის ფარდის მიღმა იმიტომ, რომ რეალურად, ეს რკინის ფარდა რუსეთს უკვე ეფარება და თუ ჩვენ ამ ფარდის შიგნით მოვყევით, ამ მომაკვდავ, მომავალ ჩრდილოეთ კორეაში, ეკონომიკის და საერთაშორისო კავშირების გარეშე, მაშინ მართლა რუსებზე უარეს დღეში ვიქნებით.

მიმაჩნია, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია. არა შიდა დაპირისპირებისთვის, არამედ, იმ აზრის ირგვლივ, რომ კაპიტულანტური ხელისუფლება, რომელიც რეალობას უყურებს ასე - "როგორ ჩავბარდე", ეს ხელისუფლება არ იყოს ქვეყნის სათავეში. თუ გვაქვს სერიოზული გამოწვევები, ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმ ხალხის ამარა, რომლებმაც ის ვერ ჩამოაყალიბეს, რა დამოკიდებულება აქვს ამ ძალიან ნათელ ვითარებაში.

მსოფლიო დაიყო შავად და თეთრად, სადაც იყო ნიუანსები, ის დამთავრდა. ერთ მხარესაა რუსეთი, რომელიც ხოცავს ქალებს და ბავშვებს და მეორე მხარეს - დანარჩენი მსოფლიო. ამაში რომ ვერ გაერკვევი, რომელ მხარეს უნდა იდგე და აქ რომ პრობლემა გაქვს, ეგეთი ხელისუფლება რომ არ უნდა იყოს სათავეში, უცნაურ რამეს ვლაპარაკობ?

განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა