ეს ქვეყანა დგას პატრიოტიზმზე და ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით! არ გაბედოთ! ქართველებს რუსეთუმეებს ნუ გვეძახით! ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავოთ და ნუ გადაგვიყვანთ ჩვენც... ადამიანს აქვს რაღაც მოთმინების ზღვარი, რომლის იქითაც ის მოთმინებას კარგავს. მესმის, რომ ეს ზღვარი არ უნდა დაირღვეს, მაგრამ თქვენც გაითვალისწინეთ, ნუ გვეჩხუბებით.
მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატმა მაია ბითაძემ ოპოზიციას.