logo
ENG


კობახიძე: უკრაინის ელჩის გაწვევა არის შეურაცხყოფა ქართული სახელმწიფოსთვის
  • 561ნახვები

ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესებისა, რაც მანამდე დაიწყო. მანამდე, კონსულტაციებზე იყო გაწვეული ელჩი, რაც დემარშის კიდევ ერთი ფორმაა. ამას მოყვა ელჩის თანამდებობიდან განთავისუფლება. ეს მოსალოდნელი იყო წინა ნაბიჯიდან და ზოგადად, იმ რიტორიკიდან გამომდინარე, რომელიც გვესმოდა ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში. მიუხედავად ასეთი ალოგიკური ნაბიჯებისა, ჩვენ არ მოგვიდუნებია ყურადღება უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს მხარდაჭერის კუთხით. ჩვენი მხარდაჭერა იყო ურყევი ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ჩვენ გვესმის, რომ უკრაინის ხელისუფლება ომის მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ეს არ ამართლებს იმ ნაბიჯებს [ელჩის გაწვევას], რომელიც არის შეურაცხყოფა ქართული სახელმწიფოსთვის.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში. 

31 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა