logo
ENG


პაპუაშვილი: უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა სამაგალითოა, როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია
  • 639ნახვები

ამ პირობებში, როდესაც საქართველოს 20% ოკუპირებულია, ჩვენი მხარდაჭერა სამაგალითოა - სხვა ქვეყნები არ არიან იმ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენ. თუნდაც მოლდოვა, სადაც დაახლოებით იგივე სიტუაციაა, იცით, რომ არ უერთდება სანქციებს. ყველა სხვა ქვეყანა, რომლებზეც ვსაუბრობთ, არიან ნატოსა და ევროკავშირის წევრები. ანუ, ის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ნატოს უსაფრთხოების ქოლგა გადაფარებული საკუთარ ქვეყნებზე და რომლებსაც აქვთ ევროკავშირის ეკონომიკური დაცვის ქოლგა - რამე თუ მოხდება, მათ იცავთ ნატო და ფინანსურად ეხმარება ევროკავშირი. ჩვენ არც ნატო გვიცავს და არც ევროკავშირი. ჩვენ არ გვაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები, არც ეკონომიკური გარანტიები.

 

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა იმედის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა