logo
ENG


ღარიბაშვილი: ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, რომ ამ ომით უკრაინა დაიჩაგრებოდა, დაისჯებოდა
  • 2209ნახვები

4000-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი არის დანგრეული, განადგურებული, ქალაქები არის მიწასთან გასწორებული. ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა და დღემდეგ გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები. 

სწორედ ამაზე ვსაუბრობდი ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა ამ ომით, ეს იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის. თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ეს პროცესი, ხედავთ, რომ გრძელდება და ამის შემჩერებელი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, არავინ არის.

თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან. 



ასევე ნახეთ
close დახურვა