logo
ENG


შოლცი ბუჩაზე: უნდა გამოვიძიოთ და დამნაშავეები პასუხისგებაში მივცეთ
ოლაფ შოლცი
03 აპრ, 2022 22:11
შოლცი ბუჩაზე: უნდა გამოვიძიოთ და დამნაშავეები პასუხისგებაში მივცეთ
  • 943ნახვები

უკრაინიდან ჩვენამდე საშინელი და შემზარავი კადრები მოდის. ბუჩაში, რომელსაც რამდენიმე დღის წინ რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ, დახვრიტეს მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები. 

მოვითხოვ, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეცეთ წვდომა ამ ტერიტორიებზე, რათა დამოუკიდებლად აღწერონ სისასტიკე. უნდა გამოვიძიოთ რუსი სამხედროების დანაშაულები და დამნაშავეები პასუხისგებაში მივცეთ.

წერს Twitter-ზე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი მოკლული იპოვეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა