ეს, სამწუხაროდ, არ იყო რუსეთის სასტარტო შეთავაზება, ანუ ნატოზე უარი იყო უკრაინის სასტარტო შეთავაზება, რაც არის განსაკუთრებით სამწუხარო და რაც კიდევ უფრო ამძიმებს იმ სურათს, რაც შექმნილია.
უკრაინამ შესთავაზა სასტარტო პირობები მოლაპარაკებისთვის რუსეთის ფედერაციას, დღემდე რუსეთისგან არ მიუღია პასუხი. უკრაინა იყო ნატოზე უარის და ნეიტრალიტეტის ინიციატორი. მადლობა ღმერთს, ჩვენ არ ვართ დღეს ამ მდგომარეობაში.
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ბრიფინგზე ჟურნალისტმა მას ჰკითხა:
რას გულისხმობთ, რომ უკრაინა არ დათანხმდა სასტარტო შეთავაზებას? თუ იგივე შათავაზებას წამოაყენებს რუსეთი საქართველოს მისამართით, რას ფიქრობთ, უნდა გადაუხვიოს ქვეყანამ დასავლურ კურსს?