კალაძის განცხადება ვნახე, რომელმაც თქვა, რომ დღეს თუ რამე სახელი ჰქვია ძალადობას, სადიზმს და ბოროტებას, ეს არის ბუჩაო. მე მინდა ვუთხრა, რომ არა, ბატონო კალაძე, დღეს რამე სახელი თუ ჰქვია სადიზმს და ბოროტებას, ეს არის პუტინის რუსეთი და თქვენ ამის თქმა არ გინდათ ხოლმე, თავს არიდებთ ყველანაირი გზით.
ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ფორმულას ეთერში თბილისის მერის განცხადებას ეხმაურება. კახა კალაძემ დღეს თქვა, რომ "ძალადობას, ტერორს, სადიზმს დღეს მხოლოდ ერთი სახელი აქვს და ეს არის ბუჩა".