logo
ENG


ზელენსკი: მზად ხართ, რომ გაერო დაიხუროს? თუ არა, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ
  • 609ნახვები

ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებას სიკვდილის უფლებად გარდაქმნის. ეს ძირს უთხრის მსოფლიო უსაფრთხოების მთელს არქიტექტურას. ისინი ანადგურებენ ყველაფერს, რისი განადგურებაც შეუძლიათ. ასე რომ, თუ ასე გაგრძელდება, ქვეყნებს ექნებათ მხოლოდ ის ძალა, რაც გააჩნიათ და ვერ დაეყრდნობიან საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო ინსტიტუტებს, რათა უზრუნველყონ თავიანთი უსაფრთხოება.

გაერო შესაძლოა უბრალოდ დაიხუროს. ქალბატონებო და ბატონებო, მზად ხართ იმისთვის, რომ დაიხუროთ? ფიქრობთ თუ არა, რომ საერთაშორისო სამართლის დრო დასრულდა? თუ არა, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ. გაეროს ქარტია დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს. სისტემა უნდა შეიცვალოს. ვეტო არ უნდა იყოს სიკვდილის უფლება. 

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოსადმი მიმართვისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა