logo
ENG


ბაიდენი გაეროში კენჭისყრაზე: აჩვენებს, თუ როგორ გარიყა პუტინის ომმა რუსეთი
ჯო ბაიდენი
08 აპრ, 2022 02:59
ბაიდენი გაეროში კენჭისყრაზე: აჩვენებს, თუ როგორ გარიყა პუტინის ომმა რუსეთი
  • 548ნახვები

მივესალმები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვას. ეს არის საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ გარიყა პუტინის ომმა რუსეთი.

შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობდა ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, რათა ხელი შეეწყო ამ კენჭისყრისთვის. რუსეთი არღვევს ადამიანის უფლებებს უხეშად და სისტემურად. რუსული ძალები ომის დანაშაულებს სჩადიან. რუსეთის ადგილი არ არის ადამიანის უფლებათა საბჭოში. დღევანდელი ისტორიული კენჭისყრის შემდეგ, რუსეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას საბჭოს მუშაობაში ან ვერ გაავრცელებს იქ დეზინფორმაციას, რადგან საბჭოს საგამოძიებო კომისია იძიებს რუსეთის მიერ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევებს.

 

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა.



ასევე ნახეთ
close დახურვა