logo
ENG


ზელენსკა: მსოფლიომ ისწავლა სახელი ბუჩა, ეს შესაძლოა ყველას დაემართოს, ვინც რუსეთს არ მოსწონს
  • 420ნახვები

კიევის რეგიონი საშინელებად იქცა - ესაა, რაც ვიხილეთ მას შემდეგ, რაც რუსული არმია გავიდა. მსოფლიომ ისწავლა სახელი ბუჩა. ეს ერთ-ერთი ოდესღაც მშვენიერი ქალაქია დედაქალაქის სიახლოვეს - თუმცა იმავე საშინელებების ნახვა კიევის რეგიონის ათობით სოფელსა და ქალაქშია შესაძლებელი. ქუჩაში მოკლული ხალხი, არა სამხედროები - მოქალაქეები! საფლავები სათამაშო პარკების სიახლოვეს. ვერც კი აღვწერ. ეს მე მამუნჯებს. მაგრამ აუცილებელია, ამ ყველაფერს შევხედოთ.

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ ვართ ერთადერთი, ვინც იმ მესიჯს ხედავს, რასაც რუსეთი აგზავნის. ამ მესიჯის ადრესატები მხოლოდ ჩვენ არ ვართ. ეს შესაძლოა ყველა იმ ქვეყანას დაემართოს, რომელიც რუსეთს არ მოსწონს.

ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში აცხადებს უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა