logo
ENG


ზელენსკა: მთავარია, არ მივეჩვიოთ ომს - განაგრძეთ ხელისუფლებებისთვის ქმედებისკენ მოწოდება
  • 445ნახვები

მთავარია, არ მივეჩვიოთ ომს - არ ვაქციოთ ის სტატისტიკად. გააგრძელეთ აქციებზე წასვლა, განაგრძეთ თქვენი ხელისუფლებებისთვის ქმედებისკენ მოწოდება. უკრაინელები თქვენნაირები არიან, მაგრამ 1 თვეზე ოდნავ მეტი ხნის წინ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. უკრაინელებს არ სურდათ სახლის დატოვება. მაგრამ ძალიან ხშირად მათ სახლი უბრალოდ აღარ რჩებოდათ.

უკრაინელები დიდი ხანია, რაც ვიზის გარეშე გადაადგილდებიან ევროპაში - ბევრს შეეძლო და მოგზაურობდა კიდეც. ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საზღვარგარეთ აქამდეც ყოფილა. მაგრამ ისინი ლტოლვილობას არ აპირებდნენ. ამიტომ მოექეცით მათ ისე, როგორც თქვენიანს. მთავარი, რაზეც ეს დედები და ბავშვები ოცნებობენ სახლში დაბრუნება, საკუთარი ოჯახების კვლავ გაერთიანებაა. ამიტომ დაეხმარეთ მათ ადაპტაციაში, გთხოვთ - სახლი, სამსახური, სკოლები ბავშვებისთვის - მანამ სანამ ისინი დაბრუნებას შეძლებენ.

ასევე სამყაროში ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუსეთი მსოფლიო არენაზე მასობრივ საინფორმაციო ომს აწარმოებს. მათგან მიღებულ ყველა ინფორმაციას ფრთხილად და კრიტიკული აზროვნებით უნდა მოვეპყროთ. ბოლო დღეებში ჩვენ ვიხილეთ ომის მხარდამჭერი პრორუსული ქმედებები გერმანიაში, საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში. ამას რუსები აკეთებენ. ჩვეულებრივ რუსს მხოლოდ უნდა რცხვენოდეს საკუთარი ქვეყნის ქმედებების გამო, იმ სისასტიკის გამო რასაც მათი არმია სჩადის. მე არასდროს მოგიწოდებთ ძალადობისკენ. მაგრამ მათ, ვინც ომს მხარს უჭერენ არ უნდა ვენდოთ.

ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში აცხადებს უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა