დღეს არის, ერთი მხრივ ტრაგიკული დღე, ხსოვნის დღე იმ ხალხის ვინც ამ დღეს ჩვენი მტრის ხელს შეეწირა, მეორე მხრივ, მე ვთვლი, რომ ეს დღე არის ჩვენი საზოგადოების გამარჯვების დღე, ამ დღემ გარდატეხა შეიტანა არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად ბოროტების იმპერიის ნგრევაში და ჩვენი თავისუფლების დაბრუნების საქმეში.
მაგრამ ყველანი ვხედავთ, რომ ის სასტიკი და ამაზრზენი ბოროტება, რომელსაც აქ მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირნენ, დღეს კვლავ საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას, ეს იგივე ბოროტებაა, ვინც დღეს უკრაინაში სჩადის იგივე ამაზრზენ დანაშაულებებს, ამიტომ ჩვენი ვალია, 9 აპრილს გარდაცვლილი მოქალაქეების და მრავალი თაობის ხსოვნის გამო დავიცვათ დღეს ჩვენი თავისუფლება, რომელიც საფრთხეშია და ის ბოროტების იმპერია, რომელმაც აქ ეს საშინელება დაატრიალა ბოლომდე უნდა წელში გადატყდეს.
თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, რომელმაც 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.