logo
ENG


ჯონსონი ზელენსკის: უკრაინელებმა ლომის სიმამაცე გამოიჩინეს, შენ კი ამ ლომის ღრიალი გვაჩვენე
  • 817ნახვები

რუსებს ეგონათ, რომ კიევი მათი არმადის წინაშე რამდენიმე დღეში დაეცემოდა, მაგრამ ვნახეთ, როგორ შეცდნენ ისინი. მგონია, რომ უკრაინელებმა ლომის სიმამაცე გამოიჩინეს, შენ კი, ვოლოდიმირ, ამ ლომის ღრიალი გვაჩვენე. მინდა მადლობა გადაგიხადო ამ სიმამაცისთვის, მინდა მადლობა გადაგიხადო ამ არაჩვეულებრივი ლიდერობისთვის. ის რაც პუტინმა გააკეთა, ბუჩაში, ირპენში და სხვაგან, ამ ყოველივემ მის რეპუტაციას და მისი მთავრობის რეპუტაციას სერიოზული დარტყმა მიაყენა

განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა, კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა