logo
ENG


ხოშტარია: ბუჩაში ქართულ ოცნებასთან ერთად რომ წავიდე, უკანასკნელი აფერისტი უნდა ვიყო
  • 569ნახვები

ბუჩაში წასვლის ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი და ვრჩები. ოღონდ ქართულ ოცნებასთან ერთად ბუჩაში ჩასვლა, ხალხთან, რომლებიც ამ უბედურების ფონზე პირობებს უყენებდენ უკრაინას, რომლებმაც მოხალისეების წასაყვანი თვითმფრინავი დაბლოკეს, რომლებმაც რუსეთთან ვაჭრობას შესაძლებლობა უწოდეს, რომ წავიდე უბარლოდ უკანასკნელი აფერისტი უნდა ვიყო.

მათ მმართველობას რა წამსაც კოლაბორაციონისტულს ვუწოდებ, რუსების ინტერესების გამტარებელს (და ამის არგუმენტები მაქვს), ამ თამაშის მონაწილე როგორ უნდა გახდე, რომ სახე დავაწყო და მათთან ერთად წავიდე უკრაინაში.

ან ვყალიბდებით, რომ ეს მთავრობა ქვეყანის ინტერესებს არ ემსახურება ან ხელოვნურად ვთამაშობთ ერთიანობანას მათთან. ერთიანობა და კომპრომისები აუცილებელია უთანხმოებისას, მაგრამ პრორუსი და პროუკრაინელის ერთიანობა ბუჩაში არის სიყალბის მწვერვალი!

წერს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია. საპარლამენტო დელეგაცია უკრაიანში ვიზიტს გეგმავს. დელეგაციაში შედიან როგორც ქართული ოცნების, ასევე ოპოზიციის დეპუტატები.



ასევე ნახეთ
close დახურვა