logo
ENG


ბოკერია სახდეპზე: რეალობაა, რომ ივანიშვილის რეჟიმის კონსოლიდაცია ხდება ყველა მიმართულებით
გიგა ბოკერია
13 აპრ, 2022 14:56
ბოკერია სახდეპზე: რეალობაა, რომ ივანიშვილის რეჟიმის კონსოლიდაცია ხდება ყველა მიმართულებით
  • 615ნახვები

აჩვენებს რეალობას რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, რომ ივანიშვილის რეჟიმის კონსოლიდაცია ხდება ყველა მიმართულებით. ნუ საქართველოში არის ის ტენდენცია, რაც იყო იანუკოვიჩის უკრაინაში და რომლის უფრო ღრმად შესული მაგალითებია ლუკაშენკო და მერე უკვე პუტინის რეჟიმი. დღეს კი არ ვართ, მაგრამ მაგ გზაზე დააყენა ქვეყანა ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ და ამის აღწერა ხდება: პოლიტიკური დევნა, რომელიც წლებია გრძელდება და გაღრმავდა და ყველაზე უფრო მსხვილი მაგალითია სააკაშვილის, მისი წარსულიდან და იმ სამარცხვინო მოპყრობიდან გამომდინარე, რაც გადაყვანისას იყო. ეს ახლა კი არ მომხდარა, აქამდეც იყო და მივედით იქამდე, რომ ეს არის მართვის მთავარი ინსტრუმენტი. ზოგადად, ძალიან მძიმე ვითარების აღწერაა, ეს არ არის მოულოდნელი და ეს არ მომხდარა გუშინ და გუშინწინ ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება ხოლმე აქამდე მისვლა.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ფორმულას ეთერში ეხმაურება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს.



ასევე ნახეთ
close დახურვა