logo
ENG


ღარიბაშვილი: პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000-ბინიან პოლიციის ქალაქს
  • 635ნახვები

ჩემი დიდი სურვილია და ბატონი მინისტრის, ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000-ბინიან პოლიციის ქალაქს, ამ პროექტსაც დავიწყებთ ამ წელს, უკვე დაწყებული გვაქვს მოსამზადებელი სამუშაოები და ადგილიც შერჩეულია, ბატონი ვახტანგის [გომელაურის] იდეა იყო, რომ პროექტი განხორციელდეს ჯიქიას ქუჩაზე, სადაც მანამდე იყო პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა. აღნიშნული ბაზას გადავიტანთ სხვა ადგილზე და ამ ადგილზე აშენდება ათასბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, პოლიციის ქალაქი, ისეთი, როგორიც ავაშენეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის, ჩემი მინისტრობის დროს.

პირობები იქნება იგივე, რაც იყო ჯარისთვის ანუ 1მ2-ზე, დაახლოებით, 100 დოლარს გადაიხდიან, ეკვივალენტი ლარებში ჩვენი პოლიციელები, დანარჩენს ყველაფერს დაფარავს სახელმწიფო. ვფიქრობთ, ეს იქნება განგრძობითი პროექტი, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე საუბრისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა