logo
ENG


კასიანოვი: ამ დანაშაულებს არ აქვს ხანდაზმულობის ვადა, უკრაინა არავის არაფერს აპატიებს
  • 592ნახვები

ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ზუსტად რამდენი ბავშვია დაღუპული. ჩვენ არ გვაქვს ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობის შესაძლებლობა, მაგრამ ის ციფრი, რომელიც ახლა გვაქვს ბავშვების გარდაცვალებაზე, ვერ დატოვებს ადამიანს გულგრილს. ჩვენ ვიცით საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გამომძიებლები საუბრობენ გენოციდზე, რომელიც უკრაინაში რუსეთმა მოაწყო. ამ დანაშაულებს არ აქვთ ხანდაზმულობის ვადა, უკრაინა არავის არაფერს აპატიებს, ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი.

ყველა უკრაინელი, ისინი, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიაზე, ძალიან მადლობელი არიან დახმარებისთვის, ამ დახმარებას ვგრძნობთ გულით. მოძმე უკრაინელებს ეს არ დაავიწყდებათ.

განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.



ასევე ნახეთ
close დახურვა