logo
ENG


პანეტა: პუტინმა აშშ-სგან სისუსტე იგრძნო, ამით ისარგებლა როცა შეიჭრა საქართველოში და სხვაგან
ლეონ პანეტა
21 აპრ, 2022 23:46
პანეტა: პუტინმა აშშ-სგან სისუსტე იგრძნო, ამით ისარგებლა როცა შეიჭრა საქართველოში და სხვაგან
  • 704ნახვები

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეერთებული შტატებისა და ნატოს მოკავშირეებისთვის, რომ გაერთიანებულიყვნენ და პუტინისთვის ძალიან ნათელი სიგნალი გაეგზავნათ - რომ თუ ნამდვილად შეიჭრებოდა, მას ამის გამო საფასურის გადახდა მოუწევდა. სამწუხაროდ პუტინმა აშშ-ის მხრიდან წლების განმავლობაში გამოჩენილი სისუსტე იგრძნო, ამით ისარგებლა მაშინ, როდესაც შეიჭრა საქართველოში, ყირიმში, ასევე სირიასა და ლიბიაში, და მაშინ როდესაც არჩევნების დროს შეერთებული შტატების წინააღმდეგ ძალიან გამბედავი კიბერშეტევა განახორციელა. მას ამის საზღაური არ გადაუხდია. ის ფიქრობდა, რომ ეს შეჭრაც ასე ჩაივლიდა და პასუხს არავინ მოსთხოვდავფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებს ძალიან ცხადად ეთქვათ, რომ მას ფასის გადახდა მოუწევდათ, რაც გამოიხატა სანქციების დაკისრებაში, ასევე უკრაინისთვის იარაღის სახით გაწეულ დახმარებაში.

 

განაცხადა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ პოლიტმეტრის ეთერში.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა