logo
ENG


პანეტა: იმან, რომ ვერ შევძელით პუტინისთვის საფასურის გადახდა გვეიძულებინა, რუსეთი წაახალისა
ლეონ პანეტა
21 აპრ, 2022 23:57
პანეტა: იმან, რომ ვერ შევძელით პუტინისთვის საფასურის გადახდა გვეიძულებინა, რუსეთი წაახალისა
  • 477ნახვები

მესმის, რომ პუტინი მოძალადეა და ის ძალის გამოყენებით მოქმედებს. მისთვის გასაგები ერთადერთი ენა მის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაა. აქედან გამომდინარე, იქნებოდა ეს ყირიმში შეჭრა, სირიასა თუ ლიბიაში შეჭრა, თუნდაც ნებისმიერი ადგილი, სადაც ძალიან გამბედავ კიბერშეტევებს ახორციელებდა, რუსეთს მსგავსი საქციელისთვის საფასური უნდა გადაეხადა და იმან, რომ ჩვენ ვერ შევძელით, პუტინისთვის საფასურის გადახდა გვეიძულებინა, წაახალისა და რუსეთს საშუალება მისცა, ისეთი სახის ქმედება განეხორციელებინა, როგორც უკრაინაში შეჭრაა. ახლა კი ნამდვილად მჯერა, რომ მსოფლიო გაერთიანებულია. აშშ და მისი მოკავშირეები ძალიან მკვეთრად არიან გაერთიანებული რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი, რომელიც გაგზავნილია არამხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ჩინეთისთვისაც, ჩრდილოეთ კორეისთვის და ირანისთვისაც

 

განაცხადა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ პოლიტმეტრის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა