logo
ENG


პანეტა: ქართველები იმსახურებენ მთავრობას, რომელიც იქნება არა რუსეთის, არამედ მათ მიერ არჩეული
ლეონ პანეტა
22 აპრ, 2022 00:48
პანეტა: ქართველები იმსახურებენ მთავრობას, რომელიც იქნება არა რუსეთის, არამედ მათ მიერ არჩეული
  • 746ნახვები

ჩემი აზრით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი სუვერენიტეტი ჩამოაყალიბოს. ეს არის დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც უნდა მოქმედებდეს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რა არის მის ინტერესებში მისი უსაფრთხოებისა და თავდაცვის თვალსაზრისით, როგორც რუსეთისგან, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნისგან, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნას გადაწყვეტს. ვფიქრობ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ისეთ მთავრობას, რომელსაც თვითონ აირჩევს, რომელიც იქნება არა რუსეთის, არამედ ქართველი ხალხის მიერ არჩეული. მათ აქვთ უფლება ისეთი ქვეყანა ჰქონდეთ, როგორიც თავად სურთ. ეს ყველა ადამიანს სურს

 

განაცხადა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ პოლიტმეტრის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა