logo
ENG


პრაისი: ვაგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას
ნედ პრაისი
22 აპრ, 2022 11:13
პრაისი: ვაგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას
  • 476ნახვები

საქართველოა არის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი, ჩვენ ვაჩვენეთ საქართველოს მხარდაჭერა და პარტნიორობა სხვადასხვა გზით, მათ შორის უკანასკნელ თვეებში. არ განვავრცობ ჰიპოთეზებს, რა შეიძლება ვიხილოთ მოსკოვის მხრიდან, თუმცა როგორც ეს უკრაინის მაგალითზე ვაჩვენეთ, აშშ ერთგულია ჩვენი პარტნიორების მიმართ მთელ რეგიონში. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც კარგად იცის, როგორია რუსული აგრესიის კვალი. ეს არის ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, გადაიტანა ეს აგრესია 2008 წელს. მას შემდეგ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა