logo
ENG


ზელენსკა უკრაინაზე: წარმოიდგინე, ააშენე სახლი, ახლა კი ნანგრევებზე კოცონს ანთებ, რათა გათბე
  • 512ნახვები

ბავშვები და მათი საჭიროებები ჩემი საქმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო ისევე, როგორც უკრაინელებისთვის თანასწორი უფლებების უზრუნველყოფა.

ომამდე ჩვენ სკოლებში კვების რეფორმა განვახორციელეთ, რომელსაც რამდენიმე წელი ვამზადებდით, რომ შეგვექმნა გემრიელი და ჯანსაღი [რაციონი] რათა ბავშვები ნაკლებად გამხდარიყვნენ ავად.

მეკითხებით ახლა როგორ ვგრძნობ თავს? მე ვგრძნობ, რომ ჩვენ რამდენიმე წლითა და ათწლეულებით უკან გადავვარდით.

ახლა ჩვენ არა ჯანსაღ საკვებზე, არამედ ზოგადად საკვებზე ვსაუბრობთ. ახლა ჩვენი ბავშვების გადარჩენაზეა [საუბარი]! ჩვენ ადრინდელივით აღარ განვიხილავთ, თუ რომელია უკეთესი აღჭურვილობა სკოლებისთვის, ახლა მილიონობით ბავშვის განათლებაა კითხვის ნიშნის ქვეშ.

ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ბავშვებისთვის ჯანმრთელ ცხოვრების წესზე - ნომერ პირველი მიზანი ყველა მათგანის გადარჩენაა.

ჩვენი ბავშვების ნახევარს საზღვარგარეთ წასვლა მოუწია. ათასობით მათგანმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი მიიღო. 23 თებერვალს [ომის დაწყების წინა დღეს], ისინი ჩვეულებრივი ევროპელი მოსწავლეები იყვნენ, განრიგითა და არდადეგებისთვის გეგმებით.

წარმოიდგინეთ, რომ ააშენეთ და გაარემონტეთ სახლი და ფანჯრის რაფაზე სულ ახლახან დააწყვეთ ყვავილები; და ახლა ის განადგურებულია, და მის ნანგრევებზე კოცონი უნდა დაანთოთ რომ გათბეთ. ესაა ის, რაც დაემართა ბავშვებისთვის განკუთვნილ ჩვენს პოლიტიკას და ზოგადად ყველა ოჯახს.

 

განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ, CNN-თან ინტერვიუში. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა