ომის პირველივე დღეს ნათელი გახდა, რომ ქვეყანაში პანიკა არ იყო. დიახ, უკრაინელებს, არ სჯეროდათ ომის - ჩვენ გვჯეროდა ცივილიზებული დიალოგის, მაგრამ როცა თავდასხმა დაიწყო ჩვენ არ ვიქეცით „შეშინებულ ბრბოდ“, როგორც ამას მტერი იმედოვნებდა. არა. ჩვენ გავხდით ორგანიზებული საზოგადოება.
პოლიტიკური და სხვა უთანხმოებები, რაც ყველა საზოგადოებაში არსებობს, ერთბაშად გაქრა. ყველა გაერთიანდა სახლის დასაცავად.
მე ამის მაგალითებს ყოველდღე ვხედავ და მე არასდროს ვიღლები ამაზე წერით. დიახ, უკრაინელები გასაოცარი [ხალხია].
განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ CNN-თან ინტერვიუში.