logo
ENG


ხაზარაძე: მოვითხოვთ, ღარიბაშვილმა გაასაჯაროვოს შეხვდა თუ არა კრემლთან დაახლოებულ პირს
  • 1008ნახვები

[...] მოვითხოვთ, რომ მაღალი სახელმწიფო და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ინფორმაცია-ჰქონდა თუ არა შეხვედრა თბილისში ვიზიტით ჩამოსულ კრემლთან დაახლოებულ პირთან - რუსეთის მმართველი პოლიტიკური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრ და როსტოვის რეგიონულ საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილესთან, ალი უზდინოვთან.

თუ შეხვედრა შედგა, გასაჯაროვდეს საუბრის შინაარსი. პარტიის საპარლამენტო წარმომადგენლობა საქართველოს შსს-გან ასევე ოფიციალურად გამოითხოვს ინფორმაციას, აღნიშნული პირის მიერ, გასული 2 თვის მანძილზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის თაობაზე.

რუსეთისათვის დაწესებული სანქციების რეჟიმის დაცვა დღეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავარი პრიორიტეტია. 

 

წერს ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ფეისბუქზე. ის ეხმაურება გავრცელებულ ჩანაწერს, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.



ასევე ნახეთ
close დახურვა