logo
ENG


ზელენსკი: უკრაინა იქნება თავისუფალი, ჩვენი დროშა დაბრუნდება ყველგან, სადაც უნდა იყოს
  • 343ნახვები

წინ ძალიან ბევრი სამუშაო გველის. ოკუპანტები ამ დრომდე არ აღიარებენ მათი ე.წ. ოპერაციის წარუმატებლობას. ჯერ კიდევ მოგვიწევს ბრძოლა და მთელი ძალების მიმართვა იმისკენ, რომ ოკუპანტები გავაძევოთ. და ჩვენ ამას გავაკეთებთ. უკრაინა იქნება თავისუფალი. გათავისუფლდება ხერსონიც, ახალი კახოვკაც, მელიტოპოლიც, ბერდიანსკიც, დნეპროპრუდნოეც და და ყველა სხვა, დროებით ოკუპირებული ქალაქი და თემი, რომელშიც ოკუპანტები ახლა თავს იკატუნებენ, რომ "მასპინძლები" არიან. უკრაინული დროშა დაბრუნდება ყველგან, სადაც უნდა იყოს; დაბრუნდება ნორმალური ცხოვრებით, რომელსაც რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზეც კი უბრალოდ ვერ უზრუნველყოფს

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა