logo
ENG


ღარიბაშვილი ჟურნალისტებს: კვლავაც თანადგომას გპირდებით
  • 1177ნახვები

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად სწორედ პრესის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა დაისახა. ამ მიზნით გავატარეთ არაერთი რეფორმა. დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია, ყველა პირობაა შექმნილი ჟურნალისტიკის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისთვის.

პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონში უდავო ლიდერია და არაერთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს. ეს ყველაფერი ხელისუფლებისა და საზოგადოების, მთლიანად ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია, ხელი შეუწყოს პრესის თავისუფლების კიდევ უფრო განვითარებას.

კვლავაც თანადგომას გპირდებით და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ საქმიანობაში.

მიმართავს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიას პრესის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, ხელისუფლებამ კი მათი უსაფრთხოება არ უზრუნველყო. ძალადობის შედეგად მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა