რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ - ჩვენი დროის ყველაზე დიდი კატასტროფაა. მსოფლიო ამ აგრესიული და გამანადგურებელი ომის შემდეგ უკვე არ იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. ის [მსოფლიო] უკვე აღარ არსებობს...ჩვენ უკრაინას ყველანაირად მხარს ვუჭერთ, ვეხმარებით რითაც შეგვიძლია და ამავდროულად ვიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას. პუტინმა ეს დანაშაულებრივი, აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ არ უნდა მოიგოს - და ის ამ ომს ვერც მოიგებს. თუ პუტინს ეს ომი შერჩება, არსებობს საერთაშორისო თვითნებურობის რისკი. მხოლოდ ამ მიზეზით რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს
განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა Bild-თან ინტერვიუში.