logo
ENG


ლავროვი: დასავლეთმა ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა - მისი შედეგები ყველას შეეხება
  • 481ნახვები

კოლექტიურმა დასავლეთმა ჩვენს წინააღმდეგ ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოაცხადა და რთულია, წინასწარ განჭვრიტო რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი, თუმცა ნათელია, რომ შედეგები გამონაკლისის გარეშე ყველას შეეხება. რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რათა აირიდოს პირდაპირი კონფრონტაცია. თუმცა ვინაიდან გამოგვიწვიეს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიღებთ [ამ გამოწვევას]. 

ჩვენთვის უცხო არაა სანქციები, სხვადასხვა ფორმით ისინი ყოველთვის გვქონდა. რაც გასაკვირია ესაა აბსოლუტურად ღრმა რუსოფობიული აფეთქება, რაც ყველა ე.წ ცივილიზებულ ქვეყანაში გამოჩნდა. პოლიტკორექტულობა, ზრდილობა, წესები და მათთან ერთად სამართლებრივი ნორმები უბრალოდ ნადგურდება, ყველაფერი რუსულის გაუქმების კულტურა ჩნდება, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ყველანაირი მტრული ქმედება დაშვებულია, მათ შორის პირდაპირი ძარცვაც.

განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა