ჩვენი სიმამაცე აოცებს მსოფლიოს, ჩვენი მუსიკა იპყრობს ევროპას! მომავალ წელს ევროვიზიას უკრაინა უმასპინძლებს! მესამედ თავის ისტორიაში. და მე მჯერა - არა ბოლო ჯერ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ დღეს ევროვიზიის მონაწილეებსა და სტუმრებს უკრაინულ მარიუპოლში ვუმასპინძლოთ. თავისუფალი, მშვიდობიანი, აღდგენილი! მადლობას ვუხდი Kalush Orchestra-ს გამარჯვებისთვის და მადლობა ყველას, ვინც თავის ხმა ჩვენ მოგვცა. დარწმუნებული ვარ, რომ მტერთან ბრძოლაში ჩვენი გამარჯვების აკორდი შორს არ არის. დიდება უკრაინას!
წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ზე. ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული უკრაინა გახდა.