ვულოცავ ჯგუფ Kalush Orchestra-ს და უკრაინას ევროვიზიაში გამარჯვებას. ევროპამ გააკეთა თავისი არჩევანი უკრაინის სასარგებლოდ. ჩვენ ისევ გავაერთიანეთ ცივილიზებული სამყარო. "სტეფანია" - არის მელოდია, რომელიც შიგნიდან ხსნის სხვა სიღრმისეულ სამყაროს, სხივივით მოჩანს იმედით აღსავსე დედის თვალებში, რომელიც ელოდება შვილების დაბრუნებას ომიდან. Save Ukraine, help Mariupil, Azovstal [გადაარჩინეთ უკრაინა, დაეხმარეთ მარიუპოლს, აზოვსტალს] - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია რაც უთხრა დედა სტეფანიამ 200 მილიონ მაყურებელს მსოფლიოს მასშტაბით. კალუშ მაგრები ხართ! დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამარჯვება მუსიკალურ ფრონტზე სამხედრო ფრონტზე გამარჯვების წინამორბედია. ვიმედოვნებთ, რომ ევროვიზია 2023-ს უკრაინულ ყირიმში ჩავატარებთ.
წერს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი Facebook-ზე. ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული უკრაინა გახდა.