logo
ENG


გიგაური გვარამიას გამტყუნებაზე: არ დგინდებოდა არაფერი, რაზეც პროკურატურა საუბრობდა
ეკა გიგაური
16 მაი, 2022 11:21
გიგაური გვარამიას გამტყუნებაზე: არ დგინდებოდა არაფერი, რაზეც პროკურატურა საუბრობდა
  • 426ნახვები

არ დგინდებოდა არაფერი, რაზეც პროკურატურა საუბრობდა, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, არის ეს. ჩვენ იმასაც ვამბობდით, რომ თუკი მაგალითად მაქსიმალურად რაც კი შეიძლებოდა, ამ საქმიდან გამოსულიყო, ეს იყო სამოქალაქო საქმე, ორ მხარეს უბრალოდ ერთმანეთთან დავა ჰქონოდა და მეტი არაფერი. თქვენ წარმოიდგინეთ, აღმასრულებელი დირექტორი რომ მიიღებს ორგანიზაციაში გადაწყვეტილებას და ამის გამო რომ ედავებოდნენ შემდეგ მას, პრემიის გაცემა იქნება თუ სხვა რამ.

ამიტომ ეს აბსურდული რამ იყო, ანუ ფაქტობრივად ძალიან საშიში პრეცედენტიც იმიტომ, რომ ამის შემდეგ ყველა აღმასრულებელ დირექტორს უბრალოდ გაუჭირდება კონკრეტული ფინანური გადაწყვეტილებების მიღება. ძალიან საშიში პრეცედენტია და დამაფიქრებელი ყველასთვის, ვინც მართავს ორგანიზაციას.

ასე აფასებს ფორმულასთან საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯას



ასევე ნახეთ
close დახურვა