ჩვენ ნებისყოფით უნდა მივუდგეთ იმ საკითხს, რომ ამ რეჟიმის დამარცხებამდე პოლიტიკური რეპრესიები გაგრძელდება და ილუზია, რომ ცალკეულ შემთხვევებში მივაღწევთ რაღაცას, არის პირიქით, წახალისება მძევლებით ვაჭრობის. ამიტომ გვარამიას თავისუფლება და მთლიანად პოლიტიკური დევნის შეჩერება მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს რეჟიმი იქნება დამარცხებული ან ზღვარზე იქნება მარცხის და ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ყველა იმ მოქალაქესთან საუბარი, რომლებსაც ეს პროპაგანდის ნიაღვარი ატყუებს.
თქვა ფორმულასთან ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით.