logo
ENG


დავითულიანი სააკაშვილზე: სიმართლე რომ ვთქვათ, ერთი შეხედვით არაფერი ისეთი არ სჭირს
  • 831ნახვები

ერთი - პატიმრების საზღვარგარეთ მკურნალობის სამართლებრივი ჩარჩო, რამდენადაც მე ვიცი, არ არსებობს. მეორე- სიმართლე რომ ვთქვათ, არაფერი ისეთი ამ პატიმარს ერთი შეხედვით არ სჭირს. ეს პირველი სერია ხომ არაა ამ პიარული კამპანიის, მეორედ ხდება ეს დრამატურგია. არაფერი ისეთი არ ხდება, რასაც ქართველი ექიმები ვერე მიხედავენ. მესამე- ექიმების დასკვნას შეისწავლის პასუხისმგებელი ინსტიტუცია და იმოქმედებს იმის შესაბამისად. მე რა შუაში ვარ, ეს არ მესმის.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში 12 მაისს გადაიყვანეს. სააკაშვილის ოჯახი მის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს.



ასევე ნახეთ
close დახურვა