logo
ENG


დეგნანი გვარამიაზე: მნიშვნელოვანია ასეთი გადაწყვეტილებები მიუკერძოებელი გზით მიიღებოდეს
კელი დეგნანი
16 მაი, 2022 17:17
დეგნანი გვარამიაზე: მნიშვნელოვანია ასეთი გადაწყვეტილებები მიუკერძოებელი გზით მიიღებოდეს
  • 817ნახვები

მესმის რომ გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ამ საქმის შინაარსზე ვისაუბრო, თუმცა ვიტყვი, რომ ეს საქმე თავიდანვე ბადებდა კითხვებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას საქართველოში ჰქონდეს ნდობა სასამართლო პროცესისადმი და განაჩენისადმი. ეს ნდობა რომ არსებობდეს, ამისათვის ადამიანები უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ საქმეში არ იყო არანაირი პოლიტიკური ჩართულობა ან შერჩევითი სამართალი. ჩვენ ამ საკითხს ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს უკვე დიდი ხანია. ასევე თვალს ადევნებდნენ სხვებიც, მათ შორის სხვადასხვა ორგანიზაციები და მათაც ჰქონდათ შეკითხვები...

მთავარი საკითხი ის არის, რომ როდესაც საზოგადოებას აქვს ნაკლები ნდობა გადაწყვეტილების მიმართ, მნიშვნელოვანია რომ ასეთი გადაწყვეტილებები იქნას გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გზით მიღებული, რათა საზოგადოებას არ დარჩეს ეჭვები სასამართლო სისტემის მიმართ, განსაკუთრებით როდესაც საქმეში ჩართულია მედია ორგანიზაცია - რადგან 2 ფუნდამენტური პრინცი დგება დღის წესრიგში - ეს არის მედია თავისუფლება და ადამიანის უფლება სამართლიან სასამართლოზე, ამიტომ საკითხი მნიშვნელოვანია.

განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა