logo
ENG


ომბუდსმენი გვარამიაზე: საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ექნება ძალიან უარყოფითი გავლენა
  • 722ნახვები

რა თქმა, უნდა, ძალიან უარყოფითად აისახება ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების და მედიათავისუფლების მდგომარეობაზე და ზოგადად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ექნება ძალიან უარყოფითი გავლენა...

ვფიქრობთ, რომ კანონიერების პრინციპი არის დარღვეული, როდესაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა იმ ქმედებისთვის, რაც საერთოდ არც ქართული სასამართლო პრაქტიკით, არც ევროპული, არც ამერიკული, არც ბრიტანული სასამართლო პრაქტიკით საერთოდ არ ითვლება დანაშაულად. მნიშვნელოვანია პრეზიდენტის პოზიციაც...

მე რომ ვიყო საქართველოს პრეზიდენტი და ვიცოდე, რომ ქვეყნისთვის არის ისტორიულად გადამწყვეტი მომენტი და იყოს მიღებული ისეთი გადაწყვეტილება პირის პატიმრობასთან დაკავშირებით, მედია მენეჯერის მიმართ, სადაც ომბუდსმენი ამბობს, რომ დანაშაულის ნიშნები არ იყო, ნამდვილად ვიფიქრებდი შეწყალების გამოყენებაზე და ვფიქრობ ეს იქნებოდა სამართლიანი.

განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას შეხვდა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა