logo
ENG


კობახიძე: კანონი კანონობს ყველასთვის და ამ შემთხვევაში, კანონმა იკანონა გვარამიასთვის
  • 508ნახვები

მე შეგახსენებთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, უამრავი საჯარო მოხელე არის გასამართლებული მერების, ვიცემერების, საკრებულოს თავმჯდომარეების ჩათვლით. ამ შემთხვევაში არის 6.7 მილიონი ნაძარცვი და ადამიანს [გვარამიას] შეეფარდა 3.5 წელი. არიან საკრებულოს თავმჯდომარეები, მერები, ვიცემერები, რომლებსაც 200-300 ათასის კორუფციული გარიგებებისთვის აქვთ შეფარდებული უფრო მეტი სასჯელი. შესაბამისად, კანონი კანონობს ყველასთვის და ამ შემთხვევაში, კანონმა იკანონა გვარამიასთვის.

 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ განაჩენს გამოეხმაურა. კობახიძე ამბობს, რომ გვარამიას განაჩენის მიმართ კრიტიკა უსაფუძვლოა.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა