logo
ENG


კალაძე: როცა ჩადიხარ დანაშაულს, მედიაში მუშაობა ვერ შეაჩერებს სამართლებრივ მოქმედებებს
კახა კალაძე
17 მაი, 2022 14:20
კალაძე: როცა ჩადიხარ დანაშაულს, მედიაში მუშაობა ვერ შეაჩერებს სამართლებრივ მოქმედებებს
  • 768ნახვები

კანონის წინაშე ყველანი თანასწორი ვართ და მასზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი ვერ დადგება. როდესაც ჩადიხარ დანაშაულს, ვერც პოლიტიკოსის და ვერც მედიაში მუშაობის სტატუსი, რა თქმა უნდა, ვერ შეაჩერებს სამართლებრივ მოქმედებებს. სახეზეა კონკრეტული დანაშაული, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება და ბატონ ნიკა გვარამიას მიესაჯა სასჯელი.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი განცხადება მოგვისმენია მისგან ჩემი განადგურების მუქარით, ბევრი სიძულვილის ენა, რაც ამ ადამიანისგან მოდიოდა, არ მიხარია არავის დაჭერა და დაკავება. იყო კონკრეტული საქმე, ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება და მივიღეთ შედეგი.

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა